გამოიწერეთ მაღაზიის სიახლეები!

როგორ შევარჩიოთ საათი?

2016-05-01 04:50:32 0 ავტორი: saati ნანახია: 251
როგორ შევარჩიოთ საათი?
იდი ხანია უკვე საათი არა მხოლოდ სწორი დროის მაჩვენებელ ნივთთან არამედ, ელეგანტურობასა და პრესტიჟულობასთან ასოცირდება. საათი ძალიან კომპლექსური ნივთია, ამიტომ საკმაოდ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ მასზე. საათის შეძენამდე პირველ რიგში უნდა გადახედოთ საკუთარ გარდერობს და ბიუჯეტს რომელიც გამოყოფილი გაქვთ საათის შესაძენად და ამის შემდეგ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს რამოდენიმე დამატებითი კითხვა.

ძირითადი კითხვები საათის შეძენისას

  • რისთვის გვინდა საათი?
  • სად ვაპირებთ მის გაკეთებას? (სამსახურში, მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ყოველდღიურად, ვარჯიშის დროს);
  • როგორ ვართ მაღალტექნოლოგიებთან?
  • რა თანხის გადახდა გვურს საათში? (გვინდა დაბალ ბიუჯეტიანი მაგრამ ლამაზი საათი თუ უპირატესობას ბრენდს მივანიჭებთ და გადავიხდით უფრო დიდ თანხას).

საათის ფუნქციები და პარამეტრები

თუ თქვენ უკვე გადაწყვეტთ თუ რა სიტუაციაში ატარებთ თქვენს საათს და რა სტილის საათი მოუხდება თქვენს გარდერობს, მაშინ ჩვენ უკვე შეგვიძლია განვიხილოთ მაჯის საათები და მისი ზოგიერთი ცალკეული ნაწილები.

ანალოგი, ციფრული თუ ანალოგ-ციფრული

ანალოგური საათი ეს არის ციფერბლატის მქონე საათი, ანუ საათი რომელზეც დატანილია წამების, წუთების და საათების აღმნიშვნელი ისრები და რიცხვები. ანალოგური საათი უფრო კლასიკური ტიპის საათებია, ამიტომ მათი გამოყენება ძალიან კარგია ბიზნეს და საქმიან შეხვედრებზე.

ციფრულ საათებს აქვს LCD (Liquid Crystal Display-თხევადკრისტალური დისპლეი) და LED (Light Emitting Diode – სინათლის მასხივებელი დიოდები) ინტერფეისი, რომელიც რიცხვებს გამოსახავს ციფრულად მაგ: 3:15. ამ ტიპის საათები როგორც წესი ძალიან უბრალო საათებად ითვლება.

ანალოგურ-ციფრული საათებს გააჩნიათ ორივე, როგორც ციფრული ასევე ანალოგური სახე, თუ მათ სასარგებლოდ გააკეთებთ არჩევანს უნდა იცოდეთ კონკრეტულად რატომ არის მსგავსი ტიპის საათი თქვენთვის უპირატესი, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალო წვეულებებისათვის ამ ტიპის საათი არც ისე კარგი არჩევანია.

საათის ელემენტი, კვარცი ან მექანიკური (ხელნაკეთი)

ციფრული საათები მუშაობენ ულტრა თანამედროვე პაწაწინა ელემენტების მეშვეობით (მათი შეძენა შესაძლებელია ელექტრონულ მაღაზიებში)

კვარცის მომუშავე საათი კი შემდეგი პრინციპით მოქმედებს, მცირედი რხევების შედეგად ელექტროფიცირებული კვარცის კრისტალი უზრუნველყოფს საათის ისრების მოძრაობას, კვარცზე მომუშავე საატები გამოირჩევიან დროის შესაშური სიზუსტით.

მეკანიკური საათი, ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული ნაკეთობა. მისი ფასი საკმაოდ მაღალია რადგან მისი გაკეთება და აწყობა მოითხოვს ძალიან დიდ ოსტატობას. სამწუხაროდ მექანიკური საათები წლის განმავლობაში ჩამორჩება რეალურ დროს რამოდენიმე საათით (მაშინ როდესაც კვარცზე მომუშავე საათებს მხოლოდ რამოდენიმე წუთი აქვთ ცდომილება წლის განმავლობაში), ამიტომ მას რეგულარულად სჭირდება გასწორება.

საათის ქეისი

იგივე საათის ჩარჩო, სადაც მოტავსებულია ძირითადი მექანიზმი. საათის ჩარჩო შეიძლება იყოს: მრგვალი, მართკუთხა, კვადრატული და პოლიგონალურიც კი. საათის ჩარჩო შეიძება იყოს მბზინვარე, გლუვი, მოპირკეთებული, მოზაიკური, გამჭირვალე და ა.შ. საათის კორპუსი მზადდება ფოლადის, ტიტანის, ოქროს, ვერცხლის და პლატინისაგან, ყველაზე ხშირად კი მაინც უჟანგავ ფოლადს იყენებენ. თუ თქვენ ბოლო სამი მეტალისგან დამზადებული საათის შეძენა გსურთ, მაშინ უნდა იცოდეთ რომ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ხშირად საათის დამამზადებელნი ასტრონომიული თვითღირებულების და კიდევ უფრო ასტრონომილუ საბაზრო ფასის შესამცირებლად ძვირფას ლითონებთან ერთად, საათის ნაწილების დასამზადებლად შედარებით დაბალფასიან შენადნობებსაც იყენებენ.

ზოგადი “ოქროს აღმნიშვნელი სიმბოლოები”

18K იგივე 750 სინჯი, ნიშნავს 75% სუფთა ოქროს.

14K იგივე 585 სინჯი, ნიშნავს 58%-იან ოქროს.

10K იგივე 417 სინჯი, ნიშნავს 42%-იან ოქროს.

საათის მინა

ეს გამჭირვალე მინა იცავს საათის ციფერბლატს, საათის შუშა შეიძლება დამზადებული იყოს აკრილისაგან, სტანდარტული მინისაგან ან სინთეზური საფირონისაგან, რომელიც თავის მხრივ არის მძიმე, ნათელი და ხელით დამუშავებული.

აკრილი არის ყველაზე იაფი მინა საათისათვის, აკრილის გატეხვა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არასათანადო მოპხრობისაგან, იგი იჩხაპნება.

სტანდარტული მინა, როგორც წესი ნაკლებად იჩხაპნება, მაგრამ მისი გატეხვის ალბათობა უფრო დიდია.

სინთეზური საფირონი ყველაზე ძვირია, მაგრამ ამავდროულად ხარისხიანიც, იგი საკმაოდ ამტანია ნაჩხაპნების მიმართ მაგრამ შედარებით მარტივად ტყდება.

საათის სამაჯური

თუ თქვენ აპირებთ ანალოგური საათის ყიდვას რომელიც მუშაობს კვარცის მეშვეობით ან არის მექანიკური, უნდა შეეგუოთ იმ აზრს რომ ასეთი ტიპის სამაჯური დამზადებული იქნება ტყავისგან (როგორც წესი შავი ან ყავისფერი) ან იგივე მეტალისაგან, რომელიც გამოყენებულია საათის ქეისის დასამზადებლად.

ციფრული საათების სამაჯურების დამზადებისას კი უმეტესად იყენებენ რეზინას/პლასტმას.

სათანადო და შესაფერისი

როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს საათი ის უნდა მოგერგოთ კომფორტულად (არ უნდა მოძრაობდეს ზემოთ ქვემოთ, მაშინ როდესაც თქვენ ამოძრავებთ ხელს), ისე რომ არ დატოვოს კვალი თქვენს მაჯაზე.

ვერცხლის საათები კარგად მიდის შავთან, ნაცრისფერთან, ვერცხლისფერთან და ლურჯთან, უმჯობესია ვერცხლის საათი ატაროთ საღამოს საათებში.

ოქროს საათს უხდება ყავისფერი, ბეჟი, მიხაკისფერი და სხვა სხვა ნატურალური ფერები, ოქროს საათის ტარება უმჯობესია დღის საათებში.

რაც შეეხება ციფრულ საათებს მათი ტარება რაც არ უნდა დახვეწილი იყოს საათი, უმჯობესია ყოველდღიურ ტანსაცმელთან ან სპორტულ ტანსაცმელთან ერთად ვიდრე ბიზნეს ან ეტიკეტირებულ ჩაცმულობასთან.

სათის არჩევისას საჭირო ტერმინები

ელექტრონულია თუ მექანიკური საათი არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის დასამტკიცებლად თუ რაოდენ კომპლექსურია და ამავდროულად მნიშვნელოვანი იგი მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის.

არსებობს რამოდენიმე დეფინიცია საათების ინდუსტრიაში, რომელიც საშუალო სტატისტიკურმა შოპოჰოლიკმაც კი არ იცის. წარმოგიდგენთ იმ განმარტებებს რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ საათის შერჩევისას.

Apertureდიაფრაგმა – პატარა ღია ფირფიტები ციფერბლატზე, რომელიც გვიჩვენებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, თარიღი, თვე, დღე და მთვარის ფაზასაც კი.

Appliqueაპლიკაცია – ციფრები და სიმბოლოები, რომლებიც ამოჭრილია და დამაგრებულია ციფერბლატზე.

ATMატმოსფერო – ეს არის იმის მაჩვენებელი თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეს უძლებს საათი (1ATM = 1BAR = 10 მეტრს = 33.3 ფუტს).

Automatic movementავტომატური მოძრაობა – ავტომატურად მბრუნავი საათი, რომლიც მოძრაობს მექანიკურად. ამ ტიპის საათები როგორც უკვე აღვნიშნეთ ენერგიას იღებენ ხელის ან ზოგადად რხევისგან. ამ გზით მიღებული ენერგია გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად, რაც თავის მხრივ იწვევს საათის მუშაობას. თუ ამ ტიპის საათი გაჩერდა ეს ნიშნავ იმას რომ ენერგია ამოიწურა და ასეთ შემთხვევაში იგი უნდა გავაქნიოთ ხელით რათა ამუშავდეს.

Bezelრგოლი– ეს არის ის რგოლი, რომელიც საათის მინის ირგვლივაა. მისი მთავარი ფუნქცია საათის მინის მყარად ყოფნაა. ეს რგოლი შესაძლოა მოძრაობდეს როგორც საათის ისრის მიმართულებით ასევე მის საწინააღმდეგოდ და ეს საშუალებას აძლევს მის მფლობელს გააკეთეს გარკვეული გათვლები ან გეგმები მისი მეშვეობით.

Casebackუკანა მხარე – იგულისხმება საათის უკანა მხარე რომელიც საათის გაკეთების შემთხვევაში ეხება კანს.

Chronographქრონოგრაფი – წამზომის ფუნქცია, რომელიც იყენებს ციფერბლატს, წამების, წუთების და საათების დასაფიქსირებლად.

Chronometerქრონომეტრი – ძალიან ზუსტი საათი, რომელიც დატესტილია 15 დღე-ღამის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციასა და ტემპერატურაზე.

Complicationდამატება – აღნიშნავს საათზე დამატებულ ფუნქციებს, როგორსაც მიეკუთვნება უკუთვლის ტაიმერი, წამზომი, ალტიმეტრი, პულსის საზომი, მთვარის ფაზის ინდიკატორი, მაღვიძარა, ენერგიის დასაზოგი და ა.შ

C.O.S.C.-ქრონომეტრის გამოცდის შვეიცარული ინსტიტუტი – იგი იშფრება როგორც Controle Officiel Suisse des Chronometres (Official Swiss Chronometer Testing Institute). ქრონომეტრს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწოდებენ თუ იგი გადის 15 დღე-ღამიან გამოცდას, სხვადასხვა პოზიციასა და ტემპერატურაზე.

Crownკნოპი – საათის გვერდზე არსებული მომცრო ღილაკები რომელიც გამოიყენება დროის ან თარიღის გასასწორებლად.

End of energyენერგიის ამოწურვა – მექანიკური საათების სავარაუდო გაჩერების დრო.

End of lifeსასიცოცხლო ციკლის დასასრული – აღნიშნავს კვარცზე მომუშავე საათების ელემენტის ამოწურვას.

Gasketწყლისგან დამცავი (შუასადები) – ეს არის ისეთი საათები რომელიც ყველაზე უფრო წყალგამძლეა. შუასადების მეშვეობით წყლისგან დაცულია, როგორც მინა, ასევე კნოპი, საათის რგოლი და უკანა მხარე. შუასადების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მაინც.

Guillocheორნამენტი – ეს არის ორნამენტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის საათებში გვცხვდება.

Hackingდამატებითი ფუნქცია – ეს ფუნქცია უზრუნველყოფს საათის დროის ავტომატურ რეჟიმში გასწორებას როდესაც ის აირევა.

Horologyსაათის გაკეთების სტილი – დროის აღრიცხვის მეცნიერული მიდგომა და საათის ნაწილების მაღალ დონეზე შესრულება.

Isochronismიზოქრონიზმი – დროის თანაბარ პერიოდებად დაყოფა.

Ligne-ლინჟი – ფრანგულის სიგრძის საზომი ერთეული, რომელითაც იზომება საათის მოძრაობის დიამეტრი (20 ლინჟი = 4.5 სმ).

Luminous paintმანათობელი საღებავი– ის უზრუნველყოფს საათის მექანიზმის განათებას რაც საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ დრო სიბნელეშიც.

PVDშენადნობი – Physical Vapor Deposition, ამ შენადნობის თხელი ფენით ფარავენ საათების ქეისს და სამაჯურებს, იგი შეიცავს ტიტანის ნაწილაკებს და ასევე ამატებენ ოქროს, შეფერილობისათვის.

Rattrapanteორი წამზომი – ამ ტიპის საათებს აქვთ ორი ისარი წამებისათვის და მას გაყოფილი დროის გასაზომად იყენებენ.

Super accurateსუპერ ზუსტი – ეს არის საათები, რომლებიც არიან სუპერ ზუსტები და ათი ცდომლება წლის განმავლობაში არ აღემატება 10 წამს. მიკროსქემასთან ინტეგრირებულ რხევით კვარცზე მომუშავე საათები არის 10 ჯერ უფრო ზუსტი ვიდრე სტანდარტულ კვარცზე მომუშავე საათები.

Telemeterმანძილის საზომი – ეს არის დამატებითი ფუნქცია რომელიც ზომავს მანძილს ხმის გავრცელების დროის მიხედვით.

Triple date calendarსამმაგი კალენდარი – სამმაგი კალენდარი გვიჩვენებს, დღეს, თარიღს და თვეს.

Waterproofწყალგამძლე- როგორც მიხვდით ეს არის წყალგაუმტარი საათის აღმნიშვნელი.

თქვენ უკვე მიიღეთ საკმარისი რჩევები იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შეარჩიოთ სასურველი საათი. უკვე იცით ესა თუ ის საათის ღირებული ფუნქციები და შესაბამისად შეგიძიათ გარჩევა ხარისხიანი და უხარისხო საათისა, ახლა კი დროა იშოპინგოთ თქვენი მომავალი საათი უკვე წიკწიკებს.

წყარო: ihow.ge

კომენტარები

კომენტარის დაწერა

saati.ge © 2017

მოგვწერეთ

გაქვთ კითხვები პროდუქტზე? გსურთ პარტნიორობა? მოგვწერეთ ნებისმიერ დროს!